სრული რეაბილიტაცია
სრული რეაბილიტაცია ერთი ან ორივე ყბის კბილების კომპლექსური აღდგენაა — ღეჭვის ფუნქციისა და ესთეტიკის ერთად დაბრუნება. გზა ორია და არჩევანი კლინიკურ სურათზეა დამოკიდებული.
იმპლანტებზე (All-on-4/6)
როცა კბილები დაკარგულია ან მათი შენარჩუნება აღარ შეიძლება. მთელი ყბის კბილები აღდგება ფიქსირებული პროთეზით, რომელიც რამდენიმე იმპლანტზეა დამაგრებული. 3D CBCT-ითა და ციფრული პროტოკოლით დაგეგმვა საშუალებას იძლევა, ოპერაცია და დროებითი პროთეზი ერთი ვიზიტის ფარგლებში დასრულდეს.
საკუთარ კბილებზე (გვირგვინები)
როცა კბილები შენარჩუნებადია. კბილები აღდგება ცირკონ-კერამიკული ან E.max გვირგვინებით — ერთდროულად იცვლება ფორმა, ფერი და თანკბილვა.
როგორ ვაფასებთ და ვგეგმავთ
სრული რეაბილიტაცია ყოველთვის კომპლექსური დიაგნოსტიკით იწყება: კონსულტაცია, 3D CBCT, ინტრაორალური სკანირება და ციფრული დაგეგმვა.
ქირურგი და ორთოპედი გეგმას ერთად ადგენენ — სწორედ ამ ეტაპზე წყდება, რომელი გზა გიხდებათ, რა მასალა გამოიყენება და რამდენი ვიზიტი იქნება საჭირო.
მკურნალობის ეტაპები
კომპლექსური დიაგნოსტიკა
კონსულტაცია, 3D CBCT და ინტრაორალური სკანირება.
ციფრული დაგეგმვა
ინდივიდუალური გეგმა, მასალის შერჩევა და წინასწარი ხარჯთაღრიცხვა.
მკურნალობა
იმპლანტებზე — ქირურგიული ეტაპი და დროებითი პროთეზი; საკუთარ კბილებზე — მომზადება, სკანირება და დროებითი კონსტრუქციები საჭიროებისას.
საბოლოო კონსტრუქცია
მუდმივი პროთეზის ან გვირგვინების ფიქსაცია და შედეგის კონტროლი.
რაზეა დამოკიდებული ეტაპები და ვადები
- რჩება თუ არა შესანარჩუნებელი კბილები;
- ძვლის რაოდენობა — შეიძლება საჭირო გახდეს ძვლის აღდგენა ან სინუს-ლიფტინგი;
- ღრძილების მდგომარეობა;
- მასალისა და იმპლანტური სისტემის არჩევანი;
- თამბაქოს მოხმარება და ზოგადი ჯანმრთელობა.
მნიშვნელოვანია
სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან ჩამოსული პაციენტებისთვის გვაქვს სრული რეაბილიტაციის პაკეტები — შემადგენლობა და ფასები ფასების გვერდზეა. პაკეტების ნახვა →
ეს ტექსტი ზოგადი ხასიათისაა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.
გსურთ სრული რეაბილიტაციის დაგეგმვა?
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ით. შეგიძლიათ დაიწყოთ უფასო ონლაინ კონსულტაციით — გამოგვიგზავნეთ ფოტოები და არსებული სურათები.